Thumbnail

1 ნაბიჯი მედლამდე – კახიანი ამერიკის თასის საუკეთესო რვეულში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თეოდორა კახიანმა სოლტ ლეიკ სიტიში 1/4-ფინალში წააგო
  • ქართველი მოფარიკავე კვირის ბოლოს მსოფლიო თასში ჩაებმება

ქართველ მოფარიკავე თეოდორა კახიანს სოლტ ლეიკ სიტიში გამართულ ჩრდილოეთ ამერიკის თასის ღია გათამაშებაში მედლის მოპოვებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.

ევროპის 2017 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც ჩრდილო კალიფორნიული კლუბის South Bay Fencing Academy წევრი გახლავთ, ძალები 103 მონაწილეს შორის სცადა.

თეოდორა კვარცხლბეკთან ახლოს იყო, თუმცა, საუკეთესო ოთხეულში გამსვლელი ორთაბრძოლა მონიკა აკსამიტთან 8:15 წააგო და საბოლოოდ, შეჯიბრი მე-6 ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ რვა საუკეთესო მოფარიკავეს შორის კახიანი ერთადერთი უცხოელი იყო.

ამერიკის თასის გამარჯვებული 34 წლის ვეტერანი, მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი მარიელ ზაგუნისი გახდა.

თეოდორა კახიანი იუტაში დარჩება, სადაც კვირის ბოლოს უკვე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავე ქალები შეიკრიბებიან და სტარტს მსოფლიო თასი აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები