Thumbnail
  • 23 თებერვალს საქართველოს ნაკრები ავსტრიას ეთამაშება.
  • ავსტრიის ნაკრები ზანკტ პოლტენში ემზადება ამ მატჩისთვის.

23 თებერვალს საქართველოს დროით 21 საათზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩში ავსტრიის ნაკრებს ეთამაშება. ილიას ზუროსის გუნდთან შესახვედრად ავსტრიის ნაკრები ზანკტ პოლტენში ემზადება.

► საქართველოს ნაკრები ვენაშია - პირველი კომენტარები ავსტრიიდან

basketballaustria.at-მა ავსტრიის ნაკრების მოთამაშეთა კომენტარები გამოაქვეყნა საქართველოსთან დაპირისპირების წინ.

კაპიტანი თომას შრაინერი:

"გუნდში ატმოსფერო, როგორც ყოველთვის, კარგია. ჩვენ ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ და ერთმანეთის ნახვა ყოველთვის ძალიან გვიხარია. ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებთან სათამაშოდ მოვემზადეთ". 

თომას კლეპაისი:

"ახლაც კი ჩვენს ბოლო მატჩზე ვფიქრობ, გერმანიასთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ახლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია, რადგან შინ, საკუთარი ფანების წინაშე ვთამაშობთ. ძალიან მოტივირებულები ვართ და ვიცით, რომ პარასკევის მატჩი საქართველოსთან ძალზე მნიშვნელოვანია. დიახ, გერმანიასთან და სერბეთთან ყოველთვის აუტსაიდერებად ვითვლებოდით, მაგრამ თავიდანვე გათვლა საქართველოზე გავაკეთეთ. კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ მოსაგებად". 

დებიუტანტი ლუკა ბრაიკოვიჩი:

"უფროსი კალათბურთელებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ყოველ ვარჯიშზე მეხმარებიან. ეროვნული ნაკრები სულ სხვა განზომილებაა და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ საქართველოს წინააღმდეგ".

კომენტარები

ბოლო ამბები