Thumbnail

ბათუმის სტადიონზე მინდვრის საფარი დაგებულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20 000 მაყურებელს დაიტევს
  • მიმდინარე სამუშაოები შპს სტადიონის დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა

ბათუმში ახალი სტადიონი შენდება, სამუშაოები კი დასკვნით ფაზაშია. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20 000 მაყურებელს დაიტევს. მიმდინარე სამუშაოები შპს სტადიონის დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა...

“სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დავასრულეთ. საფარის დაგებისას გამოყენებულია პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ბალახი კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს", - განაცხადა ჯაბა სურმანიძემ.

შპს სტადიონის დირექტორის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სკამების მონტაჟი მე-2 იარუსზე. სკამები ანტივანდალური და ცეცხლმედეგი მასალისგანაა დამზადებული. პარალელურ რეჟიმში გრძელდება გარე პერიმეტრზე სამუშაოები, საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა და საკომუნიკაციო ქსელის გამართვა.

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

კომენტარები

ბოლო ამბები