Thumbnail

'რეალში კიდევ ორ ოქროს ბურთს მოვიგებდი' - კრიშტიანო ტურინში უკმაყოფილოა?!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კრიშტიანომ ყოფილ თანაგუნდელებთან იტალიის ჩემპიონატი გააკრიტიკა
  • პორტუგალიელის აზრით, მადრიდში ის კიდევ ორ ოქროს ბურთს მოიგებდა

ესპანური წყაროების ცნობით, კრიშტიანო რონალდო იტალიაში თამაშით არცთუ კმაყოფილია. თავად კრიშტიანოს ამ თემაზე პირდაპირ არაფერი უთქვამს, თუმცა ესპანური ABC, რომელიც რეალის მოთამაშეებს (მათ სახელს არ ასახელებს) ეყრდნობა, აღნიშნავს, რომ კრიშტიანომ ყოფილ თანაგუნდელებთან უკვე რამდენჯერმე დაიჩივლა, რომ იტალიაში თამაში  არ მოსწონს.

წყაროს ცნობით, კრიშტიანოს აზრით იტალიის ჩემპიონატი ესპანეთთან შედარებით, ნაკლებად პოპულარულია და აღნიშნა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" რომ დარჩენილიყო, ბოლო ორ სეზონში კიდევ ორ "ოქროს ბურთს" მოიგებდა.

რონალდოს შედეგიანობა იტალიაში შემცირდა, რასაც პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატის დაცვითი და ტაქტიკური ხასიათით ხსნის. მის უკმაყოფილებას უნდა ზრდიდეს ის ფაქტიც, რომ იუვეს თავკაც მაურიციო სარისთან მას იდეალური ურთიერთობა არ აქვს და სარის მოსვლის შემდეგ, თამაში არ მისდის.

კომენტარები

ბოლო ამბები