Thumbnail
  • ფილადელფია 110:104 ტორონტო
  • ემბიიდს მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა

პლეი ოფში შარშანდელი მარცხის შემდეგ, ფილადელფიასთვის ტორონტოსთან დაპირისპირება ძალიან პრინციპულია. მით უმეტეს, რომ წლევანდელი რეგულარულის პირველ შეხვედრაში ფილა კანადაში ერთხელ უკვე დამარცხდა და ჯოელ ემბიიდმა ამ თამაშში 0 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც ამერიკულ პრესაში მას ძალიან აკრიტიკებდნენ.

როგორ იქნა, ფილამ ტორონტოს დამარცხება ბოლო შეხვედრაში შეძლო. სხვა საქმეა ის, რომ ჯოელ ემბიიდს ამჯერადაც კატასტროფული თამაში ჰქონდა - მხოლოდ 10 ქულა. ფილას ტობიას ჰარისმა ულიდერა, რომლის 26 ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ტორონტოში საუკეთესო ტრავმიდან დაბრუნებული კაელ ლოური იყო 26 ქულით და 8-დან 4 ჩაგდებული სამქულიანით. სროლა არ წაუვიდა პასკალ სიაკამს, რომელმაც შეხვედრა მხოლოდ 16 ქულით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები