Thumbnail
  • ბრუკლინი 105:102 დენვერი
  • დალასი 106:110 საკრამენტო
  • პორტლენდი 96:108 ოკლაჰომა

ფავორიტებისთვის სათამაშო დღე არცთუ წარმატებული გამოდგა. დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი, დენვერი, ბრუკლინში გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. დენვერის ლიდერები - ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარეი 20 ქულას ასცდნენ, თუმცა ტრავმირებული კაირი ირვინგის გარეშ დარჩენილ ბრუკლინთან გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

იოკიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 24 ქულა და 11 მოხსნა. დენვერი ბოლო 5 შეხვედაში მეოთხედ დამარცხდა, ბრუკლინმა კი ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

დამარცხდა ლუკა დონჩიჩის დალასიც. დალასი საკრამენტის მასპინძლობდა და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში თამაში ბოლო წამებზე დათმო. ლუკა დონჩიჩს 27 ქულა ჰქონდა, თუმცა ეს მის გუნდში საუკეთესო შედეგი არ იყო - ტიმ ჰარდევეი 29 ქულა ჩააგდო. არ იყო დამაჯერებელი დალასის კიდევ ერთი ლიდერი კრისტაპს პორზინგისი - 37 წუთში მხოლოდ 13 ქულა.

დონჩიჩს ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მისი სროლა ზუსტი აღმოჩნდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 33 წუთში ჩაგდებული 30 ქულით საკრამენტოს ნენად ბიელიცა იყო.

დამარცხდა კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც დასავლეთ კონფერენციაში მაღალ ადგილებს უწინასწარმეტყველებდნენ - კრიზისში მყოფნა პორტლენდმა სახლში ოკლაჰომასთან ვერაფერი გააწყო.

უცნაურია, მაგრამ პორტლენდი, რომელსაც სამი კარგი ჩამყრელი ჰყავს (ლილარდი, მაკკალუმი, ენტონი) 100 ქულას ვერ გადაცდა.

ლილარდმა 26 ქულა ჩააგდო, კარმელო ენტონის კი თამაში არ წაუვიდა - 36 წუთი და 9 ქულა ოკლაჰომადან 20 ქულა ჰქონდა კრის პოლს, 21 კი - დენის შრიოდერს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები