Thumbnail
  • ვაშინგტონი 119:135 კლიპერსი
  • ლეონარდის ორმაგი დუბლი და ჯორჯის 27 ქულა

კავაი ლეონარდის და პოლ ჯორჯის კლიპერსი ძალიან შედეგიან კალათბურთს თამაშობს. მილუოკისთან მარცხის შემდეგ ლოსანჯელესელებს რეაბილიტაცია სჭირდებოდათ და მათი მეტოქე აუტსაიდერი ვაშინგტონი იყო. კლიპერსმა ვაშინგტონს 135 ქულა ჩაუგდო და მარტივად დაამარცხა.

პირველი ნახევრის შემდეგ კლიპერსი მხოლოდ ქულით იგებდა, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები დიდი ანგარიშით მოიგო.

გადამწყვეტი უპირატესობა კლიპერს ორქულიანი სროლების მაჩვენებელში ჰქონდა. ლოსანჯელესელებს ორქულიანი სროლების 62% ზუსტი ჰქონდა, ვაშინგტონს კი - მხოლოდ 47%.

საუკეთესოები ტრადიციულად პოლ ჯორჯი და კავაი ლეონარდი იყვნენ. ლეონარდს 31 წუთში ორმაგი დუბლი - 18-დან 12 ზუსტი სროლა, 34 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, პოლ ჯორჯმა კი მხოლოდ 25 წუთი ითამაშა და ეს დრო ეყო 27 ქულის მოსაგროვებლად. შედეგიანები იყვნენ კლიპერსის სხვა ლიდერები ლუ უილიამსი (18 ქულა) და მონტრეზ ჰარელი (20 ქულა).

თამაში არ წაუვიდა ვაშინგტონის ლიდერ ბრედლი ბილს - 36 წუთში  20 ქულა და 18-დან მხოლოდ 6 ზუსტი სროლა.

კომენტარები

ბოლო ამბები