Thumbnail
  • მაიკლ დიქსონი უკვე ვენაშია ეროვნული ნაკრების განკარგულებაში.
  • საქართველოს ნაკრები დღეს 21 საათზე ივარჯიშებს.

მაიკლ დიქსონი ეროვნულ ნაკრებს სულ ბოლოს შეუერთდა. ამის მიზეზი მისი კლუბის თამაშია თურქეთის პირველობაზე - მისმა ბაჰჩეშეჰირმა ბაქირკოი 98:75 დაამარცხა.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 30:27 წუთი ითამაშა და გუნდს 15 ქულა, 2 მოხსნა 5 პასი და 1 ჩაჭრა შეაშველა. 

ბაჰჩეშეჰირმა მნიშვნელოვნად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა - 14 მოგებითა და 9 წაგებით მე-6 ადგილზეა რანგით მეორე TBL ლიგაში. 

დიქსონი ამჟამად სასტუმროში ისვენებს, საღამოს ჩვენი დროით 21 საათზე კი ეროვნულ ნაკრებს მატჩისწინა ვარჯიშზე შეუერთდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები