Thumbnail

ჰალკმა TOP 8 მოიგო! ქართველმა მკლავჭიდელმა ფინალში რუსი მეტოქე 6:0 დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა მკლავჭიდელმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ტურნირი მოიგო
  • ლევანმა ფინალში რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 სძლია

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ დაპირისპირებაში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 გაანადგურა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა.

ლევანი ტურნირისთვის საოცრად კარგად იყო მომზადებული და მეტოქეს ექვსივე რაუნდში სძლია. მან TOP 8 მკლავჭიდელის ტურნირი ისე მოიგო, რომ არცერთ რაუნდში არ დამარცხებულა. ლევანმა მეოთხედფინალში ამერიკელ ტიმ ბრესნანს 6:0 სძლია, ნახევარფინალში ამავე ანგარიშით ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში რუს ვიტალი ლალეტინსაც არცერთი რაუნდი არ დაუთმო.

ტურნირის ფორმატი მარტივი იყო: მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელმა მეოთხედფინალის, ნახევარფინალის და ფინალის გზით გამოავლინეს პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი. ლევანმა ტურნირზე გამარჯვებისთვის 50 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.

ლევან საგინაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება რუს ვიტალი ლალეტინთან ქართველმა ლეგენდამ მეტოქე 6:0 გაანადგურა 🇬🇪🇬🇪🇬🇪 ქართველი მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 08 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები