Thumbnail

აჭარული ყინულზე - ქართული წყვილის ცეკვა გრან პრის გალა-საღამოზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კაზაკოვამა და რევიამ ქართულ ნაციონალურ სამოსში იცეკვეს
  • ქართველი სპორტსმენები გალა-საღამოზეც გამორჩეულები იყვნენ

ქართულ წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით, რომელმაც იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრის ფინალური ტურნირი სენსაციურად მოიგო, გალა-საღამოზეც ეფექტური გამოსვლა ჰქონდა.

ფიგურულ ციგურაობაში ტრადიციული საჩვენებელი ასპარეზობა შეჯიბრის დასკვნით დღეს იმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა დისციპლინებში საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები იღებენ.

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა საქართველოს დროშით

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ კაზაკოვამა და რევიამ იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში ოქროს მედლები მოიპოვეს და ცხადია, დღევანდელი საღამოს საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ.

სასიხარულოა, რომ მარია და გიორგი ტურინულ დარბაზში შეკრებილი პუბლიკის წინაშე ქართულ ნაციონალურ სამოსში წარსდგნენ და მელოდიაც ქართული ჰქონდათ შერჩეული. მათ მიერ შესრულებული “აჭარული” გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები