Thumbnail

ევროპული სტანდარტის თამაში - ევროპაბეთის კონცეფცია, რომელიც ბევრს რამეს ცვლის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპაბეთი პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს
  • უარი გარე რეკლამაზე, თვითშეზღუდვა ტელევიზიასა და რადიოში
  • რას ცვლის რეალურად კომპანია ახალი კონცეფციის დანერგვით
  • Responsible.ge - ახალი სტანდარტი სათამაშო ბიზნესში ევროპაბეთისგან

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად. ახალი პროექტის შესახებ, კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, კომუნიკაციაში, საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც „ევროპაბეთმა“ თავისი საქმიანობის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.

“გვესმის, რომ აზარტული თამაშები გარკვეული რისკის შემცველია. იმის მიუხედავად, რომ „ევროპაბეთის“ მომხმარებლების უმრავლესობა თამაშს გართობის საშუალებად მიიჩნევს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც აზარტული თამაში, შესაძლოა, პრობლემური გახდეს,” - აცხადებენ კომპანიაში.

2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალი სტანდარტის დანერგვის საწყისი გახდება. ესენია:

  • რეალობის შემოწმების შეტყობინება
  • თვითშეფასების ტესტი
  • მოთამაშის რჩევები
  • მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7
  • პრობლემური მოთამაშეების თერაპია
  • გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია

2019 წლიდან „ევროპაბეთი“, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ:

  • კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე
  • საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
  • ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

“2020 წლიდან ევროპაბეთს საქართველოში შემოაქვს ახალი სტანდარტი სათამაშო ბიზნესში, ეს არის “პასუხისმგებლიანი თამაში”, რომელიც 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: პასუხისმგებლობა ბიზნეს პროცესებში, პასუხისმგებლობა მარკეტინგულ კომუნიკაციებში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.

საქართველოს სათამაშო ბიზნესი არის განვითარებადი და საჭიროებს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას. პასუხისმგებლიანი თამაშის ბაზარზე შემოტანა იყო ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რაც BETSSON-მა დაიწყო ევროპაბეთის შეძენის მომენტიდან. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია არ არის მხოლოდ სიტყვები და ის გამყარებული უნდა იყოს ბიზნეს-პროცესებით.

ევროპაბეთმა კომუნიკაციის ნაწილში პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით შარშან გადადგა, როდესაც გავაკეთეთ კამპანია “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის”, რისთვისაც ბრენდ ამბასადორად მოწვეული გვყავდა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. ჩვენი დღევანდელი ინიციატივა სწორედ იმ ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი, მისი მიზანია, უკეთესი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესიც და საზოგადოებაც ჰარმონიაში იქნებიან ერთმანეთთან.”

ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა და ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე

„ევროპაბეთი“ არის BETSSON-ის გლობალური ჯგუფის წევრი, რომელიც მსოფლიოს 10 ქვეყანაში 17 ბრენდით არის ლეგალურად წარმოდგენილი. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:

  • პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა - საინფორმაციო ვებ-გვერდები; პრობლემურ თამაშთან მუშაობა - ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
  • სპორტის განვითარება - სპორტსმენების და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ონლაინ მედიის განვითარება - ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება

ევროპაბეთი – გლობალური ჯგუფის, BETSSON-ის წევრი

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. კომპანია სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და იგი ეტაპობრივად გაგრძელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები