Thumbnail

საქართველოს თასის ფინალში საბურთალომ ლოკომოტივი დაამარცხა და სეზონი ტიტულის მოგებით დაასრულა. ამ ფონზე, მოულოდნელი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადება.

პირველ არხთან საუბრისას, ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მწვრთნელის თქმით, 6 წლის განმავლობაში, თბილისურ გუნდთან ერთად გრძელი გზა გაიარა და დროა, დაისვენოს. 'მოვიპოვეთ საქართველოს ჩემპიონობა და თასი, საბურთალოს კი პირნათელი ვტოვებ,' - ეს ჭიაბრიშვილის სიტყვებია.

საბურთალოს მწვრთნელმა თასის ფინალური მატჩიც შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან რთული და დაძაბული თამაში იყო, რომელშიც გამარჯვება საბურთალომ დაიმსახურა. ჭიაბრიშვილის თქმით, თასის მოგება პირადად მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქამდე საქართველოში ამ ტიტულის გარდა ყველაფერი ჰქონდა მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები