Thumbnail
  • ქართველმა მოჭიდავეებმა ძალები 'ალანები-2019'-ზე სცადეს
  • ელიზბარ ოდიკაძემ კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა

რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა მიიღო, ერთმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“ალანები-2019”-ზე რუსეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარსდგა და ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქართველებს ძალიან გაუჭირდათ.

საბოლოოდ, კვარცხლბეკზე ასვლა მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) მოახერხა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში რუს შამილ მუსაევს 9:0 სძლია.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო რუსეთის წარმომადგენელ შამილ მუსაევს

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო რუსეთის წარმომადგენელ შამილ მუსაევს და ალანების ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 08 დეკემბერი, 2019

სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61 კგ).

მან კარგად დაიწყო და მე-2 წრეში მასპინძელ ალექსანდ ბოგომოევს, ვისთანაც 2015 წლის ბაქოს ევროპულის თამაშების ფინალი ქონდა წაგებული, 7:1 სძლია, თუმცა, მედლის მოპოვება ვეღარ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები