Thumbnail

მარცხი ლიდერთან – ბეჟანიშვილის ილინოისს სენსაციამდე ცოტა დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი ბეჟანიშვილი საკონფერენციო მატჩებში ჩაება
  • ქართველი ლეგიონერის გუნდს მიჩიგანთანაც რთული თამაში ელის

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი NCAA-ს საკონფერენციო მატჩებში ჩაება და მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ მერილენდთან სტუმრად 58:59 წააგო, არადა, პირველი ტაიმის მერე, სოლიდური სხვაობით გახლდათ წინ – 39:25.

'ჭკვიანი მოთამაშეა, თამაშს კარგად კითხულობს' - ბეჟანიშვილს სერიოზული გამოცდა ელის

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

ილინოისს ბიგ თენის კონფერენციაში მომდევნო მატჩი 11 დეკემბერს ელის, როდესაც შინ კიდევ ერთ ლიდერ მიჩიგანს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები