Thumbnail

სუპერჯარიმა ფინალში - საქართველოს თასი საბურთალომ მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საბურთალო 3:1 ლოკომოტივი  
  • 1:0 კოხრეიძე (12), 2:0 გაბედავა (19), 2:1 სიხარულიძე (51), 3:1 კაკუბავა (89)

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს თბილისური გუნდები: საბურთალო და ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ. 

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა, გამარჯვება კი საბურთალომ მოიპოვა. თავიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაეუფლა უპირატესობას და პირველ 20 წუთში ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირველი გოლი, რომელიც საჯარიმო დარტყმით გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. საბურთალოს შემტევმა დაახლოებით 30 მეტრიდან, ძლიერი და ზუსტი დარტყმით საოცარი სილამაზის გოლი შეაგდო.

1:0 კოხრეიძე (12)

პირველი გოლიდან მცირე დრო იყო გასული, როდესაც საბურთალო ორი ბურთით დაწინაურდა. საგოლე იერიში ელვინ ტერას შესანიშნავი პასით და გიორგი გაბედავას ზუსტი დარტყმით დასრულდა. საბურთალომ უპირატესობა განიმტკიცა და დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ.

2:0 გაბედავა (19)

პირველ ნახევარში ლოკომოტივსაც ჰქონდა მომენტები, გატანის ყველაზე რეალური შანსი კი ბექა დარცმელიამ გაუშვა ხელიდან. ლევან კორღალიძის გუნდმა სახიფათო იერიში მარჯვენა ფრთიდან განავითარა, რევაზ ინჯგიას კარგი ჩაწოდების შემდეგ კი დარცმელიამ ახლო მანძლიდან არაზუსტად დაარტყა.

დარცმელიას მომენტი 

მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტანდარტულს საბურთალოს კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. ბურთთან ლოკომოტივის ბომბარდირი, ირაკლი სიხარულიძე მივიდა და ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

2:1 სიხარულიძე (51)

დარჩენილ დროში ლოკომოტივმა სცადა მატჩის გადარჩენა და ჰქონდა კიდეც რამდენიმე შანსი, მაგრამ გოლი ისევ დემეტრე ბულისკერიას კარში გავიდა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ბურთს მიმართულება დაჩი ცნობილაძემ შეუცვალა, თავური დარტყმით კი მატჩის საბოლოო ანგარიში ლევან კაკუბავამ დააფიქსირა.

3:1 კაკუბავა (89) 

საბურთალომ სეზონი საქართველოს თასის მოგებით დაასრულა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე ტიტულია: 2018 წელს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ეროვნული ლიგა მოიგო, ამჯერად კი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა.

საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 კოხრეიძე (12), 2:0 გაბედავა (19), 2:1 სიხარულიძე (51-პენ.), 3:1 კაკუბავა (89)

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი - ტერა, ალთუნაშვილი - ტაბატაძე (85. ცნობილაძე), გ. კოხრეიძე (66. ლ. კოხრეიძე), გორგიაშვილი (60. ყენია) - გაბედავა.

ლოკომოტივი (4-2-3-1): ბულისკერია - უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე - დარცმელია (82. ჯიქია), შონია - თ. კირკიტაძე (30. ინჯგია), სამურკასოვი, დ. კირკიტაძე (78. გვალია) - სიხარულიძე.

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

📸 საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

კომენტარები

ბოლო ამბები