Thumbnail

‘წარმოდგენაც კი გვიჭირს, რომ გავიმარჯვეთ’ – რევია ტურინულ ტრიუმფზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ISU ქართული წყვილის ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა
  • კაზაკოვა და რევია ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ

ფიგურული ციგურაობის ქართული წყვილის ტრიუმფალურ ასპარეზობას სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ მარია კაზაკოვამა და გიორგი რევიამ იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ გრან პრიზე იუნიორთა შორის ყინულზე ცეკვაში პირველობა არავის დაუთმეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

შეჯირში მონაწილეობას მსოფლიოს 6 საუკეთესო დუეტი იღებდა და ქართულ წყვილი ფავორიტთა შორის ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, მარიამა და გიორგიმ როგორც – მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში პირველი შედეგი დააფიქსირეს და საბოლოოდ, მე-2 ადგილზე გასულ ამერიკელებს 01.6 ქულით აჯობეს.

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა

“მარია კაზაკოვამა და გიორგი რევიამ ისტორიაში შეაბიჯეს, რადგანაც მათ მიერ გრან პრიზე მოპოვებული ოქროს მედალი საქართველოსთვის ისტორიაში პირველი იყო.

კაზაკოვამა და რევიამ შთამბეჭდავი პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც ურთულესი ელემენტებით იყო გაჯერებული.

შედეგად, მათ თავისუფალ პროგრამაში 106.14 ქულა მიიღეს, ჯამში კი, 174.90 ქულა მოაგროვეს და პირველი ადგილი ერგოთ”, - ვკითხულობთ ISU-ზე.

იქვეა გიორგი რევიას კომენტარიც.

“ვიცოდით, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა. ბევრი ვიმუშავეთ იმაზეც, რომ აქაური ატმოსფეროსი არ შეგვიშნებოდა. ხალხი დარბაზში მათ შორის ჩვენს სანახავად იყო მოსული და გვინდოდა, ყველაფერი გვეჩვენებინა, რაც შეგვიძლია.

ცხადია, ახლა, ემოციები გვავსებს და იმის წარმოდგენაც გვიჭირს, რომ გავიმარჯვეთ.

შემდეგი ტურნირი, რომელიც გველის, ევროპის ჩემპიონატია და იქ კიდევ უფრო რთული იქნება, რადგანაც ასპარეზობა უფროსებს შორის მოგვიწევს. ვეცდებით, ახალი ელემენტები დავხვეწოთ და იქაც ღირსეულად გამოვიდეთ”.

ვთქვათ ისიც, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ავსტრიის ქალაქ გრაცში 20-26 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები