Thumbnail
  • ლაციო 3:1 იუვენტუსი | სიმონე ინძაგის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია
  • ლაციომ სერია A-ში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო და მესამე ადგილზეა

სიმონე ინძაგის ლაციომ დაამტკიცა, რომ ამ სეზონში დიდი მიზნებისთვის იბრძვის. რომაულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე იუვენტუსს 3:1 სძლია. ტურინელები შეხვედრას კრიშტიანო რონალდოს გოლით იგებდნენ, თუმცა რომაელებმა თამაში შეატრიალეს და 3 ქულა მოიპოვეს.

ტაიმის მიწურულს ლუიშ ფელიპემ ანგარიში გაათანაბრა. მსაჯმა მატჩის 69-ე წუთზე კუადრადოს უხეში დარღვევისთვის წითელი ბარათი უჩვენა, რაც ლაციოს ძალიან დაეხმარა.

მილინკოვიჩ-სავიჩმა 74-ე წუთზე იუვეს თერთმეტმეტრიანი გაუტანა, ხოლო სავიჩის ნაცვლად მინდორზე შემოსულმა კაისედომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთზე ჩირო იმობილეს ვოიცეხ შჩესნიმ თერთმეტმეტრიანი აუღო. ლაციო 33 ქულით მე-3 ადგილზეა - ლიდერ ინტერს 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო იუვენტუსს - 3 ქულით. ტურინელებს სერია A-ში ორი მატჩია არ მოუგიათ.

ლაციო მომდევნო ტურში სარდინიაზე ჩავა და კალიარისთან ითამაშებს. იუვენტუსი კი საკუთარ მოედანზე უდინეზეს უმასპინძლებს.

მაურიციო სარი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმი კარგად მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში დომინანტი ის გუნდი იყო, რომელიც ბევრს უტევდა. ჩვენს კართან მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა პრობლემა არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებმა პატივი არ სცეს არჩეულ კურსს და ყველაფერი აირია. მათ პოზიციები ვერ შეათანხმეს.

კუადრადოს ეპიზოდში ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა. ფაქტია, რომ წითელი ბარათის შემდეგ, ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და უამრავი შეცდომა დავუშვით. ბენტანკური სამედიცინო შემოწმება გაივლის და გავიგებთ, რამდენ ხანში დაგვიბრუნდება."

ლაციო 3:1 იუვენტუსი

გოლები: 0:1 რონალდო (25), 1:1 ლუიშ ფელიპე (45+1), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (74), 3:1 კაისედო (95)

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - რადუ, აჩერბი, ფელიპე - ლაცარი, სავიჩი (კაისედო 90+2), ლეივა, ალბერტო (პაროლო 75), - კორეა - იმობილე (კატალდი 85).

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო - პიანიჩი, მატუიდი, ბენტანკური (ჯანი 41) - ბერნარდესკი (დანილო 71) - რონალდო, დიბალა (79 იგუაინი)

კომენტარები

ბოლო ამბები