Thumbnail
  • ანორთოსისი 2:0 აელ
  • ქართველებმა კვიპროსში ზედიზედ მეორე ტურში გაიტანეს

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა მე-11 ტურში საკუთარ მოედანზე აელ-ს უმასპინძლა და 2:0 სძლია. ''ანტონის პაპადოპულოსზე'' ოთხმა ქართველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მატჩის 38-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში მესამედ გამოიჩინა თავი. ქართველ შემტევს კვიპროსში სულ 7 გოლი აქვს გატანილი.

ნიკოლოზ კაჭარავას გოლი აელის კარში

ნიკოლოზ კაჭარავას გოლი აელის კარში ქართველმა მიმდინარე სეზონში, კვიპროსში, მესამედ გამოიჩინა თავი

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 07 დეკემბერი, 2019

ქეცბაიამ ლორია, დაუშვილი და ოქრიაშვილს 90 წუთი ათამაშა, კაჭარავა კი მოედნიდან 83-ე წუთზე გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ქეცბაიას გუნდმა წელს მე-8 მატჩი მოიგო და ზედიზედ ორი ტურია, ანორთოსის შემადგენლობიდან გოლი ქართველ ფეხბურთელს გააქვს. წინა ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა აეკ ლარნაკას ულამაზესი გოლი გაუტანა.

ანორთოსისს 27 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ფამაგუსტელებს მომდევნო ტურში აპოლონთან მატჩი ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები