Thumbnail

ტიტული დაბრუნებულია - ჯოშუამ რუისი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ენტონი ჯოშუამ მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა
  • მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ჯოშუამ რევანშის აღება შეძლო

საუდის არაბეთის ქალაქ დირიაში ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისს შორის მატჩ-რევანში შედგა, რომლის გამარჯვებულიც ბრიტანელი მოკრივე გახდა.

მან, ნიუ იორკის "მედისონ სქუერ გარდენში" განცდილი მარცხისთვის, მექსიკელ-ამერიკელ ენდი რუისზე შური იძია და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ბრიტანელს ეტყობოდა, რომ მაქსიმალურად ცდილობდა IBF, WBA და WBO ტიტულების სამშობლოში დაბრუნებას.

ჯოშუა მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინანტი იყო. მან რამდენიმე ჭკვიანური დარტყმა განახორციელა და მარჯვენა ხელით აქტიურად მუშაობდა, რითიც ''დირია არენაზე'' შეკრებილი 14 ათასი ქომაგი აღფრთოვანებული დარჩა. მსაჯების გადაწყვეტილება ასეთი იყო - 118:110, 118:110, 119:109 ჯოშუას სასარგებლოდ.

ბრიტანელი მძიმე წონაში უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. ის ისეთ დიდ მოკრივეებს შეუერთდა, რომლებმაც მძიმე წონაში ტიტულის დაბრუნება შეძლეს. ასეთები არიან: მუჰამედ ალი, ლენოქს ლუისი, ევანდერ ჰოლიფილდი, მაიკ ტაისონი და ფლოიდ პატერსონი.

კომენტარები

ბოლო ამბები