Thumbnail
  • გენტი 2:0 ვარეგემი
  • 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა

ბელგიის ჟუპილერლიგის მე-18 ტურში ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული მოვლენა მოხდა - 8-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს საქართველოს ნაკრების 20 წლის ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა!

მატჩის 76-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა სვენ კუმსი შეცვალა, რაასაც GHELAMCO არენა დიდი ოვაციებით შეხვდა. 85-ე წუთზე გიორგი ქვილითაიაც გამოვიდა სათამაშოდ, გენტმა კი ლუკა ზარანდიას ვარეგემი 2:0 დაამარცხა. ზარანდიამ მეორე ტაიმის დასაწყიდიდან ითამაშა, ის 78-ე წუთზე გამოცვალეს. გენტი 35 ქულით მე-2 ადგილზეა, ვარეგემი 28 ქულით მეექვსეა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს 21 აპრილს ანდერლეხტის წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი ჯერ კიდევ შარშან მიღებული ტრავმის გამო, ოპერაციის გაკეთება მოუხდა. სარეაბილიტაციო კურსმა კარგად ჩაიარა.

თავიდან ჩაკვეტაძე ამ თამაშის განაცხადში არ შეიყვანეს, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო გუნდს მოულოდნელად კანადელი ლიდერი დევიდი გამოაკლდა და მწვრთნელს ჩაკვეტაძის გამოძახება დასჭირდა. 

სხვათა შორის, მიუხედავად უთამაშებლობისა, ჩაკვეტაძემ ძალიან კარგად ითამაშა, ერთი-ორჯერ თამაშიც გაამწვავა, ერთ მომენტში ფორვარდმა საგოლე მომენტი გააფუჭა, თორემ ასისტსაც ჩაიწერდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები