Thumbnail
  • ტოტენჰემი 5:0 ბარნლი
  • ჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემმა ბარნლი 5:0 გაანადგურა. ჟოზეს გუნდმა ინგლისში 4 წლის განმავლობაში პირველად გაიტანა ერთ თამაშში 5 გოლი. ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჰეუნ მინ სონმა, ლუკას მოურამ და მუსა სისოკომ გაიტანეს. 

სონის გოლი 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, კორეელი სონის გოლი, მან ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო და ისე გაიტანა წინააღმდეგობა ვერავინ გაუტანა. ტოტენჰემი 23 ქულით მე-5 ადგილზეა.

ჟოზე კმაყოფილია - ტოტენჰემმა დიდი ანგარიშით მოიგო

ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემის მწვრთნელი): "ჯერ კიდევ ამ გოლამდე ჩემი შვილი სონს სონალდოს ეძახდა და ეს სახელი ლუის ნაზარიოს საპატივცემულოდ შეარქვა. ერთადერთი გოლი, რომელიც ამასთან შესადარებლად მახსენდება სწორედ რონალდოს გოლია - 1996 წელს, როცა პატივი მქონდა სერ ბობი რობსონის გვერდით ვყოფილიყავი, ბრაზილიელმა სუპერგოლი გაიტანა".  

კომენტარები

ბოლო ამბები