Thumbnail
  • მოსკოვის სპარტაკის ხელმძღვანელობის პოზიცია
  • რას ამბობს სპარტაკის ჰოლანდიელი ნახევარმცველი

რუსული პრემიერ-ლიგის მორიგი ტურის მატჩის წინ მოსკოვის სპარტაკის მნვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჯანო ზენიტთან მატჩში სკანდალში გაეხვა, როცა თანაგუნდელ ლორენსო მელგარეხოს ეჩხუბა. კლუბმა ორივე ფეხბურთელი ფინანსურად დასაჯა.

"ყველამ ნახა ეს ეპიზოდი ტელევიზიით. ერთს ვიტყვი, რაც მოხდა მოსკოვის სპარტაკის საკლუბო საქმეა და ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩვენ ვისაუბრეთ ჯლუბში ამ ინციდენტზე, გადაწყვეტილებაც მივიღეთ და თემაც დაიხურა. ამას აღარ დავუბრუნდებით", - თქვა ტედესკომ.

მატჩის წინ სპარტაკმა Viber-ით ფანებთან სამი ნახევარმცველის კონფერენცია მოაწყო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გუუს ტილია. ჰოლანდიელმა ჯანოს ინციდენტზე შემდეგი თქვა: "ჯანო და მელგარეხო იქვე, გასახდელში შერიგდნენ. მათ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და ახლა პიტერში მომხდარ ინციდენტს კლუბში აღარავინ იხსენებს". 

მოსკოვის სპარტაკი 8 დეკემბერს როსტოვს მასპინძლობს, სადაც ჯანოს ერთი სეზონი იჯარით აქვს ნათამაშები. 

კომენტარები

ბოლო ამბები