Thumbnail
  • რეალი 2:0 ესპანიოლი
  • ზინედინ ზიდანის პირველი კომენტარი

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის რეალმა ერთ-ერთ აუტსაიდერ ესპანიოლს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ზინედინ ზიდანის გუნდში გოლებით თავი რაფაელ ვარანმა და ქარიმ ბენზემამ გამოიჩინეს. მატჩის მიწურულს ფერლან მენდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მოკლედ, ამ თამაშის მთავარი მოქმედი პირები მხოლოდ ფრანგები იყვნენ. 

მადრიდის რეალი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მისთვის უჩვეულო მწვანე ფორმაში იყო გამოწყობილი. ზიდანის გუნდს 34 ქულა აქვს და ბარსელონას თამაშამდე პირველ ადგილზეა. ესპანიოლი 9 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. 

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "მეტოქეს ამ მატჩშიც ჰქონდა მომენტები. მიმაჩნია, რომ ესპანიოლი არ იმსახურებს იმ პოზიციას, რომელზეც ახლაა ლა ლიგაში. მეორე ტაიმში მეტი უნდა გვემოძრავა. ესპანიოლთან გამარჯვება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი შედეგია.

ყოველ თამაშს თავისი ისტორია აქვს. ამიტომ დავკმაყოფილდეთ იმით, რომ კარგი სერია გრძელდება. რეალს კიდევ უკეთ შეუძლია თამაში. წინ კიდევ ბევრი თამაშია. რომ მოგებები გავაგრძელოთ, ყველა მიმართულებით მოსამატებელი გვაქვს.

მოდრიჩი იმიტომ შევცვალე, რომ ბევრნი ვართ გუნდში და როტაცია საჭიროა. ვიცი, რომ ლუკა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და ბევრი მატჩის ჩატარება შეუძლია. ბენზემა საუკეთესო ფორმაშია, მე მას მხოლოდ ერთს ვთხოვ, ასე თამაში გააგრძელოს".

რეალი ბერნაბეუზე უჩვეულო ფერის ფორმით წარდგა

საინტერესო ფაქტები

⚽ ფერლან მენდი (რეალი) პროფესიულ კარიერაში პირველად გააძევეს.

⚽ რეალი პირველი გუნდია, რომელმაც ლა ლიგაში 1 700-ე გამარჯვება მოიპოვა.

⚽ ესპანიოლი 2012 წლის დეკემბრის მერე "სანტიაგო ბერნაბეუზე" უქულოდ თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები