Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები 2020 წლის 7 ნოემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს
  • აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული პრესა ადასტურებს

სამხრეთ აფრიკასთან დაგეგმილი ტესტ-მატჩის შემდეგ, ქართული რაგბისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის რაგბის კავშირმა უკვე დაგეგმა 2020 წლის ნოემბრის ტესტები და ''მამლების'' პირველი მეტოქე ''ბორჯღალოსნები'' იქნებიან.

საქართველოს მორაგბეთ ნაკრები საფრანგეთს 7 ნოემბერს შეხვდება. მატჩი სენტ ეტიენში გაიმართება და ეს იქნება ამ ნაკრებების ისტორიაში მე-2 დაპირისპირება. პირველი მატჩი 2007 წლის მსოფლიო თასზე გაიმართა და საფრანგეთმა საქართველოს 64:7 მოუგო.

საქართველოსთან მატჩის შემდეგ, ფრანგები ჯერ ავსტრალიას შეხვდებიან, რის შემდეგაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, სამხრეთაფრიკელებს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები