Thumbnail
  • გოგა ბითაძის 5 წუთი და მედიის შეფასება
  • მწვრთნელი ქართველ ახალბედას შეცდომებს არ პატიობს

მას მერე, რაც სეზონში მესამედ და ოქტომბრის მერე პირველად, ინდიანა პეისერსის თავკაცმა ნეით მაკმილანმა ახალწვეული გოგა ბითაძე NBA-ს რეგულარულ მატჩში საერთოდ არ ათამაშა, გოგას დეტროიტთან 7 ქულის სხვაობით წაგებულ მატჩში 5:33 წუთი თამაში მოუწია. ეს ძალიან ცოტა დროა თავის გამოსაჩენად - გოგას 27 ნოემბრის შემდეგ ქულა არ ჩაუგდია.

"გოგა ბითაძე ბოლოს მხოლოდ განაცხადს ავსებდა, თუმცა დეტროიტთან პირველ ნახევარში მას 6 წუთამდე თამაში მოუწია - მაკმილანი საბონისის დაცვას ცდილობდა, რომელმაც 2 პერსონალური მიიღო. ბითაძემ ააცილა ერთადერთი ნასროლი - საკმაოდ გახსნილი იყო, მაგრამ სამიანმა მიზანს ვერ უწია, მას ჰქონდა 2 ბლოკ-შოტიც, თუმცა გრიფინმა და დრამონდმა ფარქვეშ იოლად დაძლიეს მისი წინააღმდეგობა. შედეგად, როცა ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საბონისმა თავისი მეხუთე ფოლი მიიღო, მაკმილანს გოგას მხარეს არც კი გაუხედავს", - წერს Indianapolis Star. ეს გამოცემა დეტროიტთან მატჩში გოგას 2 ბლოკს უთვლის, თუმცა ოფიციალურად ერთი ბლოკი დაფიქსირდა. 

ახალბედების რეიტინგში გოგა ბითაძე აღარ ლიდერობს დაფარებების გრაფაში - ჯექსო ჰეიესმა ერთ მატჩში 5 დაფარება მიითვალა და გადაასწრო ქართველს - 22 (გოგას 19 დაფარება აქვს). თუმცა საშუალოდ თამაშში ორივეს 1.2 დაფარება აქვთ და თანალიდერები არიან ახალბედებში. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები