Thumbnail

ბათუმის მშენებარე სტადიონი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პრემიერ-მინისტრი მშენებარე სტადიონს ლევან კობიაშვილთან ერთად ესტუმრა
  • ბათუმის 20 000-იანი არენის მშენებლობის დასრულება ვადაზე ადრე იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულა.

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს უეფა მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. 

სტადიონის დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ სტუმრებს შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადის და გადახურვის სამუშაოები, ასევე - გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეობს სკამების მონტაჟი.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ტემპი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს უსწრებს და სტადიონის მშენებლობის დასრულებას რამდენიმე თვით ადრე იგეგმება.

მეტი ამ თემაზებელარუსთან მატჩი ბათუმში? ლევან კობიაშვილმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა

კომენტარები

ბოლო ამბები