Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსი 108:101 ინდიანა პეისერსი 
  • 20 წლის ქართველ ცენტრს სათამაშო დრო ძალიან ცოტა აქვს
  • დეტროიტს ანდრე დრამონდმა და ბლეიკ გრიფინმა ულიდერეს

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის გუნდი ინდიანა პეისერსი სათამაშოდ დეტროიტში ჩავიდა, სადაც პისტონსთან 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ქართველ ცენტრს სათამაშო დრო კვლავაც ძალიან ცოტა ჰქონდა - სულ 5:33 წუთი მეორე მეოთხედში, რა დროშიც სულ ერთხელ დააფარა, ერთი 3-იანი კი არაზუსტად ისროლა.

დეტროიტის ცენტრი ანდრე დრამონდი ორმაგი დუბლით გამოირჩა

პისტონსმა თამაში თავიდანვე მძლავრად დაიწყო და პირველი მეოთხედი 13 ქულის სხვაობით, 31:19 მოიგო. სცენარი დიდად არც მეორეში შეცვლილა და დიდ შესვენებაზე სტუმრებს 11-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდათ - 55:44. ამის შემდეგ ინდიანამ გამოასწორა თამაში და მესამე მეოთხედის ბოლოსკენ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინაც გავიდა. ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 4 ქულას იგებდნენ - 75:71.

მეოთხე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა იყო, საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე კი ტაბლოზე 101:101 ენთო. ამ დროში ჯერ ბლეიკ გრიფინმა ტყორცნა 3-ქულიანი ზუსტად, შემდეგ კი დერიკ როუზმა და ლენგსტონ გალოუეიმ  2-2 ქულა მოუტანეს პისტონსს და თამაშიც ასე დასრულდა.

📺 ბლეიკ გრიფინის 3-ქულიანი

გამარჯვებულებს 25-25 ქულით ანდრე დრამონდმა და ბლეიკ გრიფინმა ულიდერეს. დრამონდმა სულაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 25 ქულას 22 მოხსნაც მიამატა. სტუმართა შორის 26 ქულა ჰქონდა ტი ჯეი უორენს, 21 - მალკოლმ ბროგდონს, ხოლო ორმაგი დუბლით ლიეტუველი დომანტას საბონისი გამოირჩა - 18 ქულა, 13 მოხსნა.

📺 დეტროიტი 108:101 ინდიანა (მიმოხილვა) 

გოგა ბითაძის გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 14 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. დეტროიტი 23 მატჩში 9 მოგებით ამავე კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს.

მომდევნო მატჩს ინდიანა 8 დეკემბერს, ნიუ იორკ ნიქსთან ჩაატარებს. დეტროიტი კი 10 დეკემბერს ნიუ ორლეან პელიკანსს დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები