Thumbnail
  • ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კარიერას შვედეთში გააგრძელებს.
  • 21 წლის შემტევი ნახევარმცველი კლუბთან 1+2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
  • გიორგი ხარაიშვილმა საბურთალოს მაისურით 112 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი შვედურ გიოტებორგში გააგრძელებს კარიერას. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი საბურთალოს აღზრდილია და ამ გუნდის შემადგენლობაში 112 შეხვედრაში 55 გოლი აქვს გატანილი.

საბურთალოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და უახლოეს საათებში კონტრაქტიც გაფორმდება. ფეხბურთელი შვედურ გუნდთან 1+2.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

საბურთალოს აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:

„გიორგი ხარაიშვილის მიმართ შვედურმა კლუბმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და სწორედ მათთან მოხდა შეთანხმება. მოლაპარაკება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიტყვიერად გუშინ შევთანხმდით. ხვალ, ფეხბურთელთან ერთად შვედეთში გავემგზავრები და კონტრაქტსაც ხელი იქ მოეწერება. მიუხედავად იმისა, რომ ხარაიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს კლუბს აქვს, ძალიან დაგვეხმარებოდა, მისი განვითარებისთვის ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგით. გეზი, რომელიც „საბურთალოს“ აქვს აღებული გრძელდება - გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას ვუხსნით ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში”

კომენტარები

ბოლო ამბები