Thumbnail

ისევ ჩაკვეტაძის გარეშე – ქართველი ტალანტის დაბრუნება გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მოლოდინის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური გენტის მიერ ზულტე-ვარეგემთან მატჩისთვის დასახელებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

20 წლის ქართველმა ტალანტმა მუხლზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და სრული დატვირთვით ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგის მინდორზე დაბრუნება ხვალინდელ შეხვედრაში იგეგმებოდა, თუმცა, ეს არ დადასტურდა.

გენტის პრესსამსახურმა ზულტე-ვარეგემთან თამაშისთვის 20-კაციანი განაცხადი რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა და მასში ჩაკვეტაძის გვარი არ ფიგურირებს.

სამაგიეროდ, სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელსაც გენტის მაისურით თამაში იშვითად უწევს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია, მის გუნდს კი ბელგიის ჩემპიონატის 17 ტურის თავზე 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბრიუგესა და სტანდარტს ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები