Thumbnail
  • ეს მაისურა მას იუგოსლავიასთან ბოლო სანაკრებო მატჩში ეცვა
  • აუქციონზე ფაუსტო კოპის ყვითელი მაისურაც გაყიდეს

აუქციონზე გაიყიდა პელეს ფორმა, რომელიც მას ბოლო სანაკრებო მატჩში, 1971 წელს, იუგოსლავიასთან (2:2) ეცვა. ეს ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის 92-ე სანაკრებო თამაში გახლდათ.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ამ ფორმით ‘მარაკანაზე’ ითამაშა. პელეს ბრაზილიის ნაკრებში 77 გოლი აქვს გატანილი.

აუქციონი იტალიაში, კონკრეტულად კი ტურინში ჩატარდა და მისი მთავარი ჰაილაითი სწორედ 79 წლის პელეს ფორმა გახლდათ. აუქციონზე ასევე გაიყიდა ველოსპორტის იტალიელი ლეგენდის, ფაუსტო კოპის ყვითელი მაისურაც გაიყიდა, რომელიც მას 1952 წლის ტურ დე ფრანსზე ეცვა. მასში 25 000 ევრო გადაიხადეს.

📺 ვიდეო: ბრაზილია 2:2 იუგოსლავია (1971)

კომენტარები

ბოლო ამბები