Thumbnail

ბარსელონას პრეზიდენტმა ლეო მესის მომავალზე ისაუბრა

  • ლიონელ მესის, სავარაუდოდ, ინიესტას მსგავს კონტრაქტს შესთავაზებენ.

ლიონელ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კატალონიური გრანდის გულშემატკივრებს სანერვიულო აღარაფერი აქვთ. ბარსელონას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აცხადებს, რომ არგენტინელს ახლო მომავალში ახალი წინადადებით მიმართავს.

არა მგონია, რომ ბარსელონაში ეს მისი უკანასკნელი კონტრაქტი იყოს

“ლიონელ მესის ჩვენთან ახლა 4-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მაგრამ არა მგონია, რომ ბარსელონაში ეს მისი უკანასკნელი ხელშეკრულება იყოს. 2021 წელს მესი 34 წლის იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, დაასრულებს თუ არა კარიერას - ის ბარსელონაში უნდა დარჩეს,” - განაცხადა ბარსას პრეზიდენტმა “ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბარტომეუს უნდა, რომ მესი კარიერის მერეც ბარსელონაში დარჩეს და მას, სავარაუდოდ, უვადო კონტრაქტს შესთავაზებს, როგორც ეს ანდრეს ინიესტას შემთხვევაში მოხდა. შეგახსენებთ, რომ მესიმ ბარსელონასთან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა და ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლეოს ფასი 700 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები