Thumbnail

მწვანე რეალი – მადრიდელები ესპანიოლთან გამონაკლისს დაუშვებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მადრიდის რეალი კლიმატის ცვლილებებს ეხმაურება
  • ესპანური გრანდი შინ ყოველთვის თეთრებში თამაშობს

მადრიდის რეალი ლა ლიგის მე-16 ტურში ესპანიოლთან მატჩში მისთვის უჩვეულო მწვანე ფორმით ითამაშებს. მოგეხსენებათ, “სამეფო კლუბი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ყოველთვუს თეთრებში ირჯება, ამჯერად კი, გამონაკლისს დაუშვებს, რასაც კონკრეტული მიზეზი აქვს.

რეალის ხელმძღვანელობას სიმბოლური ჟესტით სურს მსოფლიოს ყურადღება ეკოლოგიური პრობლემებს მიაქციოს.

ამ დღეებში მადრიდი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობს.

რეალში მიიჩნიეს, რომ ეს სწორედ შესაფერისი მომენტი იყო, რათა კლუბი მწვანე ფერებში შემოსილიყო.

ამას გარდა, “სანტიაგო ბერნაბეუს” მთავარ ფასადზე დიდი ბანერი გადმოიკიდება, რომელიც ასევე ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება. ამ ბანერს 13 დეკემბრამდე ანუ კონფერენციის ბოლო დღემდე დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ რეალისა და ესპანიოლის მატჩი 7 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის, ზინედინ ზიდანის გუნდს ლა ლიგაში 31 ქულა აქვს და ბარსელონასთან ერთად, ლიდერობას ინაწილებს.

კომენტარები

ბოლო ამბები