Thumbnail

აპელაცია დაკმაყოფილებულია – ჩელსი სატრანსფერო ბაზარზე გავა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საარბიტრაჟო სასამართლომ ლონდონელებს სასჯელი გაუნახევრა
  • ჩელსი ახალი ფეხბურთელების შემატებას იანვარშივე შესძლებს

სანქცია, რომელიც ლონდონის ჩელსის ტრანსფერების განხორციელებას უკრძალავდა, მოხსნილია. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისური კლუბის აპელაცია დაკმაყოფილებულია.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ ჩელსის დასჯის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინგლისურ კლუბს არასრულწოვან ფეხბურთელთა ტრანსფერებთან დაკავშირებით, არსებული რეგულაციების დარღვევა დაბრალდა.

უწინდელი გადაწყვეტილებით, ჩელსის მოთამაშეთა შემატება 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ჰქონდა აკრძალული, დღევანდელი ვერდიქტით კი, ის ერთამდე შემცირდა და ამდენად, ლონდონელებს ბაზარზე გასვლა იანვარშივე შეეძლებათ.

შემცირდა “არისტოკრატებისთვის” დაწესებული ფულადი ჯარიმაც და კლუბს მხოლოდ განახევრებული თანხის (273.4 ათასი ევრო) გადახდა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები