Thumbnail

PREVIEW | სულშერი ოთხეულისთვის ბრძოლის გაგრძელებას დერბიში გამარჯვებით შეეცდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს - ეტიჰად სტედიუმზე გაიმართება, სადაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი მანჩესტერ სიტი ოთხეულისთვის მებრძოლ იუნაიტედს მანჩესტერულ დერბიში დაუპირისპირდება.

იუნაიტედის გარშემო არსებული ნიჰილიზმი, მარკუს რაშფორდმა შუა კვირაში ტოტენჰემთან გატანილი დუბლით ცოტა გააცამტვერა, მაგრამ სპურსში 1 კვირის მისულ მოურინიოს გუნდთან მოგება ალბათ სათამაშო ფორმის საზომი არ არის.

ოლე გუნარ სულშერი: "მანჩესტერული დერბი ყოველთვის განსაკუთრებული თამაშია. ვემზადებით, ფანებიც ემზადებიან, რომლებიც გასულ ტურში ფანტასტიურები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, შაბათსაც გავიგონებთ მათ ხმას." 

ნამდვილი ტესტი სულშერის გუნდს შაბათს ელის, სადაც დერბიში სიტისთან მოუწევთ თამაში - გვარდიოლას გუნდმა გასულ ტურში ბარნლი ტარფ მურზე დამაჯერებლად - 4:1 დაამარცხა, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის.

გვარდიოლა ენფილდზე მარცხის შემდეგ ნელ-ნელა ძალებს იკრებს, თუმცა ამაში გახშირებული ტრავმიანობა ხელს უშლის, ხვალინდელ მატჩს სიტიდან - აგუერო, ლაპორტი და სანე გამოტოვებენ. ხოლო იუნაიტედს მარსიალთან ერთად მატიჩი და პოგბა დააკლდებიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ სიტი ფავორიტია, თუმცა ქალაქელებს საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 4 დერბიდან, მხოლოდ 1 აქვთ მოგებული - 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

⚽ წელს პრემიერლიგის მატჩში, სადაც სიტი მონაწილეობს, საშუალოდ 4 გოლი გადის.

⚽ იუნაიტედმა გასულ ტურში ტოტენჰემი სახლში 2:1 დაამარცხა, ეს იყო კლუბის ზედიზედ მეხუთე მატჩში, სადაც ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.

⚽ პირველი ექვსეულის გუნდს იუნაიტედი წელს 4-ჯერ შეხვდა (2 მოგება, 2 წაგება), ოთხივე მატჩში მანჩესტერმა პირველმა გაიტანა, პირველივე ტაიმში.

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში საშუალო ყვითელი ბარათის მაჩვენებელი - 5.25-ს უდრიდა.

⚽ იუნაიტედმა პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში, მინიმუმ 1 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები