Thumbnail

როგორ თამაშობს ლუკა დონჩიჩი - ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლუკა დონჩიჩის თამაშის დეტალური ანალიზი
  • ESPN-ის ანალიტიკოსი სლოვენიელის თამაშის ძლიერი მხარეების შესახებ
  • ლუკას მოედნის ხედვა, ევროსტეპი, ბურთის ტარების ტექნიკა და ა.შ. ერთ ვიდეოში

ლუკა დონჩიჩის თამაში წლევანდელი NBA-ს ერთ-ერთი მთავარი თემაა. ESPN-ზე მისი თამაში ჯეი უილიამსმა გაარჩია. უილიამსი ამ საუკუნის დასაწყისში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი და დრაფტის მეორე ნომერი იყო, თუმცა ავარიის გამო კარიერის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია და წლებია, ESPN-ზე საკალათბურთო ანალიტიკოსად მუშაობს - მისი აზრი და ანალიზი ყოველთვის კომპეტენტურია.

დონჩიჩის თამაშში მან რამდენიმე ძირითადი ასპექტი გამოყო: ხელების მოძრაობა, ევროსტეპი, ბურთის ტარების ტექნიკა, მოედნის ხედვა და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესო ის მომენტია, როდესაც იგი აანალიზებს, თუ როგორ იცავს ჯეიმს ჰარდენი თავს ლუკა დონჩიჩისგან და ხაზს უსვამს, რომ დონჩიჩის წინააღმდეგ ჰორიზონტალურად დგომას და იმის ცდას, რომ არცერთ მხარეს არ გაუშვა, უბრალოდ აზრი არ აქვს. უმჯობესია, მას ერთი მიმართულება მისცე, საითაც უნდა წავიდეს.

დანარჩენს ვიდეოში ნახავთ - ეს არის პროფესიული ანალიზი კალათბურთის ნამდვილი მოყვარულებისთვის.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები