Thumbnail

ლეომ დერეფანში გაიარა – როგორ დახვდნენ მესის ბარსელონაში?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არგენტინელ ვარსკვლავს ტრადიციული დახვედრა მოუწყვეს
  • ბარსელონას ფეხბურთელებმა ანსუ ფატისაც მიულოცეს 

ლიონელ მესიმ სარეკორდო მე-6 “ოქროს ბურთის” მოგების შემდეგ, ესპანურმა ბარსელონაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და თანაგუნდელებმა არგენტინელ ვარსკვლავს ორიგინალურად მიულოცეს.

ბარსას ფეხბურთელებმა თავისებური საპატიო დერეფანი მოაწყვეს, რომელშიც ლეომ გაიარა, თანაგუნდელები კი უკვე ლეგენდარულ მოთამაშეს ხელებს მეგობრულად თავსა და მხრებზე ურტყამდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელს მორიგი ჯილდო მონაკოში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე გადაეცა, სადაც მან ჰოლანდიელ ვირჯილ ვან დაიკსა და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს აჯობა.

აღნიშნულ ვარჯიშზევე იდენტური პროცედურის გავლა მოუწია 17 წლის ანსუ ფატის. ნიჭიერმა გარემარბმა, რომელიც გვინეა-ბისაუში გახლავთ დაბადებული, კატალონიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა და მილოცვაც მიიღო.

ცნობისთვის, ბარსას ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 7 დეკემბერს გვიან ღამით, შინ, მალიორკასთან ჩაატარებს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები