Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანო რონალდო ვერასდროს დამეგობრდებიან
  • თუ შვედი მილანში მართლაც გადავა, იუვესთან მატჩი განსაკუთრებული იქნება

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანო რონალდოზე ილაპარაკა და როგორც იბრასგან მოსალოდნელიც იყო, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე კარგი არაფერი უთქვამს.

ჟურნალ GQ-ს რეპორტიორის კითხვაზე, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიის სერია A-ში გადასვლის შემთხვევაში, ნამდვილ რონალდოს შეხვდება, იბრამ ასე უპასუხა: “მე მხოლოდ ერთი ნაღდი რონალდო ვიცი და ის ბრაზილიელია.”

ზლატანი: კრიშტიანოს ტალანტი არ აქვს

პორტუგალიელმა შეფასება ასე განმარტა: "კრიშტიანოს ბუნებრივი ტალანტი არ აქვს. მისი ფენომენი დიდი შრომის შედეგია. იგი იუვენტუსის სახით გადავიდა კლუბში, რომელსაც სერია A ზედიზედ 7-ჯერ ჰქონდა მოგებული. ეს არ არის გამოწვევა. თუ ნამდვილი გამოწვევა სურდა, იუვეში მაშინ უნდა წასულიყო, როცა ტურინული გრანდი სერია B-ში გავარდა და ელიტაში უნდა დაებრუნებინა."

ბრაზილიელ რონალდოზე კი იბრა ასე საუბრობს: "ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, გაოცებისგან პირს დაგაღებინებდა. გაიხსენეთ, როგორ დრიბლინგებს აკეთებდა, როგორ დარბოდა, როგორი გოლები გაჰქონდა - ის ნამდვილი ფენომენი იყო.

'კიჭა' რონალდო ახლა ვალიადოლიდის მფლობელია

კრიშტიანოს დას ზლატანისადმი მიძღვნილი პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. ადვილად წარმოსადგენია, რა რეაქცია ექნება ამაზე თვითონ CR7-საც. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იბრა კრიშტიანოს არ აღიარებს - შვედმა პორტუგალიელი შარშან საკუთარი ოცნების გუნდშიც არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს ლოს ანჯელეს გელექსისთან წლის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და გადაწყვეტილია, რომ ევროპაში ბრუნდება. გავრცელებული ცნობების თანახმად, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზლატანი იტალიაში დაბრუნდება და მილანში ითამაშებს.

"გადავალ კლუბში, რომელიც გამარჯვებების გზას უნდა დაუბრუნდეს, განაახლოს ისტორია და იბრძოლოს ყველაფრისთვის და ყველას წინააღმდეგ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვიპოვებ სათანადო მოტივაციას, რომ კვლავ გაგაკვირვოთ. საუბარი აქ მხოლოდ კლუბის არჩევანზე არაა, არის სხვა ფაქტორებიც, რომელიც გასათვალისწინებელია, მათ შორის, ჩემი ოჯახის ინტერესები. მალე შევხვდებით იტალიაში", - განაცხადა ცოტა ხნის წინ იბრაჰიმოვიჩმა და დასძინა, რომ მილანი მისი მეორე სახლია.

ზლატანმა კარიერა მალმიოში დაწყო, ამერიკაში გადაბარგებამდე კი აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები