Thumbnail

'ტოპ კლუბს იმსახურებს' - ზაჰამ კრისტალ პალასი უნდა დატოვოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შესაძლოა, ზაჰამ კრისტალ პალასი იანვარში დატოვოს
  • აგენტს მიაჩნია, რომ უილფრიდი უკეთეს გუნდს იმსახურებს

იტალიელი ფეხბურთის აგენტის, ფედერიკო პასტორელოს ინფორმაციით, უილფრიდ ზაჰამ, შესაძლოა, იანვარში კრისტალ პალასი დატოვოს. მისი აზრით, კრისტალ პალასის შემტევი უკეთეს გუნდს იმსახურებს. ზაჰას შეძენა ევერტონსა და არსენალს სურდათ, თუმცა უილფრიდი მაინც კრისტალ პალასში დარჩა.

''ვფიქრობ, რომ ზაჰა ახალ გამოწვევებსა და ტოპ კლუბს იმსახურებს, რადგანაც ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის ამბავი სიურპრიზი იყო, როდესაც გავიგე, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ზაჰა გუნდში დარჩა. ის ამ სეზონშიც ამტკიცებს, რომ ვითარდება და ნებისმიერი მატჩის დროს კონცენტრირებულია. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ ის ნებისმიერ კლუბს გააძლიერებს.’’ - განაცხადა Sky Sports-თან საუბრისას იტალიელმა აგენტმა.

ზაჰას მიმდინარე სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი. კოტ დიუვარელ გარემარბს შარშანდელ სეზონში 10 გოლი ჰქონდა. უილფრიდმა ადრეც დაადასტურა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

Wilf goal vs. Burnley

🔙 to 🔙 for Wilf!

Posted by Crystal Palace Football Club on შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები