Thumbnail

'ხალხს ვესაუბრები და წიგნებს ვკითხულობ' - ალეგრი ამ სეზონში არ ბრუნდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მასიმილიანო ალეგრიმ ESPN-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • იტალიელი ინგლისურ ენას საფუძვლიანად სწავლობს
  • ალეგრი ამ სეზონში არ დაბრუნდება, ის მომავალ სეზონს ელის

მასიმილიანო ალეგრიამ ESPN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ სეზონში სამწვრთნელო საქმიანობას არ დაუბრუნდება. იტალიელი მწვრთნელი ინგლისურ ენას ინტენსიურად სწავლობს. ალეგრის სურს, რომ იუვენტუსში გატარებული 5 წლის შემდეგ, საქმიანობას წარმატებულად დაუბრუნდეს.

იტალიელს რამდენიმე ცნობილ გუნდს უკავშირებენ: მანჩესტერ იუნაიტედს, არსენალსა და ბაიერნს. იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ერთი წელი დაესვენა.

''18 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი, 16 წელია, რაც გუნდებს ვწვრთნი. 34 წლის შემდეგ გავჩერდი და ბედნიერი ვარ. შემიძლია, რომ ხალხს ვესაუბრო, პირად ცხოვრებას მივხედო, თეატრში წავიდე, გამოფენებს დავესწრო და წიგნები ვიკითხო. მილანში ინგლისურს ვსწავლობ. საკმაოდ კარგად ვლაპარაკობ, თუმცა მოსმენა მიჭირს. თუ ნელა მესაუბრებიან, ყველაფერი მესმის. ფილმებს ინგლისურად ვუყურებ და წიგნებსაც ინგლისურად ვკითხულობ.’’ - განაცხადა ალეგრიმ ESPN-თან საუბრისას.

როგორც მასიმილიანო ამბობს, მომდევნო წელი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი იქნება, რადგანაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს. საინტერესოა, რომელ გუნდს გაწვრთნის ალეგრი, რომელმაც იუვესთან ერთად იტალიაში 11 ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები