Thumbnail

ევერტონი მწვრთნელს ეძებს - მთავარი კანდიდატი ჩინეთის სუპერლიგიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ევერტონის ხელმძღვანელებმა პორტუგალიელ მარკო სილვას მერსესაიდულ დერბიში მარცხი არ აპატიეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ევერტონი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სილვას თანამემამულეს განიხილავს - ევერტონში სურთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა გახდეს, რომელიც ამჟამად ჩინური შანხაი სიპგ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

51 წლის პორტუგალიელის კანდიდატურას ევერტონში ჯერ კიდევ 2013 წელს განიხილავდნენ, როდესაც კლუბიდან დევიდ მოიესი წავიდა და მის ნაცვლად ევერტონში რობერტო მარტინესი მივიდა. პერეირას შანხაიმ 2019 წლის ჩინეთის სუპერლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა შარშანდელ სეზონში გუანჯოუ ევერგრანდის 7-წლიანი ჰეგემონია დაამხო და შანხაის ჩინეთის ჩემპიონის ტიტული პირველად მოაგებინა. პერეირა ფენერბაჰჩეს, ოლიმპიაკოსსა და პორტოს წვრთნიდა.

ვიტორ პერეირა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. მას, რამდენიმეს დღის წინ, ჩინეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობაც შესთავაზეს. როგორც Sky Sports-ი წერს, ევერტონი პორტუგალიელი მწვრთნელისგან პასუხს რამდენიმე დღეში ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები