Thumbnail
  • 'კორიერე დელო სპორტის' შავი პარასკევის სკანდალის გაგრძელება
  • რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის პირველი კომენტარები

იტალიური სპორტული გაზეთი "კორიერე დელო სპორტი" სკანდალში გაეხვა, მას მერე, რაც 5 დეკემბრის ნომერში რასისტული პირველი გვერდი დაბეჭდა. “Black Friday” (შავი პარასკევი) - ასეთია გაზეთის მთავარი ჰედლაინი პირველ გვერდზე, რომელსაც დართული აქვს რომელუ ლუკაკუს (ინტერი) და კრის სმოლინგის (რომა) ფოტოები.

"კორიერეს" ყდამ საერთაშორისო საზოგადოებაში საყოველთაო აღშოფეთება გამოიწვია . ახლახან კი აზრი თავად იმ ფეხბურთელებმა გამოთქვეს, რომლებიც სკანდალურ ყდაზე "აღმოჩნდნენ".

რომელუ ლუკაკუ (ინტერი): "იმის მაგივრად, რომ ორ გუნდს შორის თამაშზე გააკეთონ აქცენტი... "კორიერო დელო სპორტმა" ყველაზე სულელური ჰედლაინი შემოგვთავაზა, რაც კი კარიერაში მინახავს. 

ამით ახალგაზრდებს მორიგ რასისტულ საზრდოს ვაძლევთ. იმის მაგივრად, რომ ყველა დატკბეს იმ თამაშის პერიპეტიებით, რომელიც "სან სიროზე" გველის ორ დიდ კლუბს შორის. განათლება უმნიშვნელოვანესია.

ყველას მადლობა, ვინც ეს უმსგავსობა გააპროტესტა, ფანებს, ჟურნალისტებს. მოდი, ყველამ ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ".

კრის სმოლინგი (რომა): "მსურდა მთლიანად მნიშვნელოვან თამაშზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დილანდელი საქციელი დიდი შეცდომა და უემოციო იყო. 

იმედი მაქვს, რომ რედაქტორები, რომლებსაც წვლილი მიუძღვის ამაში დაისჯებიან, რადგან გაიაზრონ, რამხელა ძალა აქვს მათ სიტყვებს და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. დიდი მადლობა რომას მხარდაჭერისთვის.

ახლა კი ბრძოლის დროა daje Roma"!

კომენტარები

ბოლო ამბები