Thumbnail

საუკეთესო განადგურება აიაქსის ისტორიაში - Ajax TV-მ არველაძის ბენეფისი გაიხსენა

  • მეტოქეთა TOP 5 განადგურება აიაქსის ისტორიაში
  • პირველ ადგილზე შოთა არველაძის პოკერია

Ajax TV-მ ამსტერდამის აიაქსის ისტორიაში TOP 5 pakkies (მეტოქის დიდი ანგარიშით განადგურება) გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე გავიდა 2001 წლის 18 მარტის თამაში, მაშინ "ამსტერდამ არენაზე" აიაქსმა როტერდამის სპარტას ერედივიზიეში 9:0 მოუგო. კო ადრიანსეს გუნდში იმ თამაშში შოთა არველაძემ პოკერი შეასრულა, რასაც ერთი საგოლე პასიც დაუმატა. მოკლედ, "ამსტერდამ არენაზე" შოთას ბენეფისი შედგა.

შოთამ 24-ე წუთზე სედრიკ ვან დერ გუნს გაატანინა და ანგარიში 3:0 გახდა, 39-ე წუთზე კი თავადაც გაიტანა. მეორე ტაიმში მან ჰეთ თრიკი შეასრულა - 48-ე, 66-ე და 86-ე წუთებზე გაიტანა.

📺 აიაქსი. TOP 5 pakkies

სხვათა შორის, როცა აიაქსის ოფიციალურ ტვიტერზე ეს ვიდეორგოლი დაიდო, მას დიდი გამოხმაურება მოყვა, ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა pakkies. ამიტომაც აიაქსს მალე განმარტება მოუწია: "ჰოლანდიელები ვიტყვით ხოლმე, როცა გუნდი მეტოქეს ძალიან დიდი ანგარიშით ამარცხებს. ეს არ არის ვინმეს შეურაცხყოფა - სიყვარულით ამსტერდამიდან". 

კომენტარები

ბოლო ამბები