Thumbnail

ზუროსი ისრაელში? საქართველოს ნაკრების თავკაცი ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილიას ზუროსი ისრაელის კლუბს ჩაიბარებს
  • ბერძენი სპეციალისტი პარალელურად საქართველოს ნაკრებში რჩება

Walla! Sports-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ჰაპოელ ჰოლონში ახლახან გათავისუფლებულ შარონ დრუკერს შეცვლის. 

შეგახსენებთ, რომ ზუროსი ბერძნულმა პერისტერიმ 29 ნოემბერს გაათავისუფლა, თუმცა მიზეზი გუნდის ცუდი თამაში არ ყოფილა. პირიქით, ზუროსმა გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე დატოვა. სხვათა შორის, პერისტერიმ დღეს დანიშნა ზუროსის შემცვლელი - ნიკოს პაპანიკოლოპულოსი. 

ისრაელის სუპერ ლიგაში ჰაპოელ ჰოლონმა 7-დან 4 მატჩი მოიგო, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე - კი 7-დან - 3. 

53 წლის ზუროსი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. პარალელურად ის ჯერ ბუდუჩნოსტს, მერე პერისტერის თავკაცობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები