Thumbnail
  • რეალმა დაადასტურა, რომ ედენ აზარის ტრავმა სერიოზულია
  • 'სამეფო კლუბს' მარსელოც გამოაკლდა

18 დეკემბერს "ელ კლასიკო" ედენ აზარისა და მარსელოს გარეშე ჩაივლის - ბარსელონა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გადადებულ შეხვედრაში რეალს მასპინძლობს, ზინედინ ზიდანს კი ფონს გასვლა ბელგიელისა და ბრაზილიელის გარეშე მოუწევს.

ედენ აზარმა მარჯვენა ფეხი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 2:2 დასრულებულ შეხვედრაში დაიზიანა. ხელმეორე ტესტებმა დაადასტურეს ტრავმის სიმძიმე, მეტიც ტრავმა მეტად დელიკატურია და შესაძლოა, ბელგიელმა კიდევ უფრო მეტი გამოტოვოს, ვიდრე ვარაუდობდნენ. კოჭის ტრავმის რეაბლიტიაციის პერიოდი ედენმა ძალზე ფრთხილად უნდა გაიაროს. 

ედენ აზარმა ტრავმა მაში მიიღო, როცა ფორმაში შედიოდა და რეალისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი ხდებოდა. მის გარეშე ზინედინ ზიდანს ბარსელონასთან მატჩში 4-4-2 სისტემაზე გადასვლა მოუწევს - წინ ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის დუეტი ითამაშებს. 

მარსელომ სეზონში მე-4 ტრავმა მიიღო

აქვე ცნობილი გახდა, რომ ტრავმა მარსელომაც მიიღო და მისი თამაში კლასიკოზე, დიდი ალბათობით, ასევე გამოირიცხა. მარსელომ ამ სეზონში მე-4 ტრავმა მიიღო. პირველი შეფასებით, მას დაახლოებით 3 კვირის გამოტოვება მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები