Thumbnail

‘მოპარულია ოქროს ბურთი’ – ლივერპულში გამოკითხვის შედეგებს არ აღიარებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘მისი პოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაუბრუნოთ კანონიერ მფლობელს’
  • მერისაიდელმა ქომაგებმა ვირჯილ ვან დაიკს სოლიდარობა გამოუცხადეს

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ლივერპულმა ევერტონს 5:2 სძლია, სტადიონზე მიმავალ ქომაგებს კი გზად საინტერესო ბანერი ხვდებოდათ, რომლის შინაარსიც ასეთი გახლდათ.

“მოპარულია “ოქროს ბურთი”. მისი პოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაუბრუნოთ კანონიერ მფლობელს”.

ბანერზე ლივერპულელთა ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი იყო გამოსახული, თუმცა, ამის გარეშეც პერფორმანსის არსის გაგება რთული არ იქნებოდა.

მერსისაიდელები ვერაფრით ეგუებიან იმ ფაქტს, რომ “ოქროს ბურთის” გასულ დაჯილდოებაზე პირველი ადგილი არგენტინელ ლიონელ მესის ერგო, მათი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი კი მე-2 პოზიციაზე დარჩა.

საინტერესოა, რომ საბოლოო შედეგებით, ლეომ კონკურენტს სულ მცირედით აჯობა: მესიმ 686 ქულა მიიღო, ვან დაიკმა კი – 679. ეს, XXI საუკუნეში გამართულ გამოკითხვებში ყველაზე მცირე სხვაობა იყო.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები