Thumbnail

ბატუტზე ხტომა – ქართული წყვილის ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა პირველობა არავის დაუთმეს
  • ქართველმა გოგონებმა რუს და იაპონელ მეტოქეებს აჯობეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე სინქრონულ ხტომებში დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა გოგონებმა.

დაჯილდოების ცერემონიალი

11-12 წლამდელთა კატეგორიაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ჩინებულად იასპარეზეს და ოქროს მედლები არავის დაუთმეს.

ქართულმა წყვილმა კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვა და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩა, ფინალში კი, 44.340 ქულით პირველობა იზეიმა.

საბოლოოდ, იაპონელებს (43.870) ბრინჯაო ერგოთ, ვერცხლის მედლები კი რუსმა გოგონებმა (44.280) მოიპოვეს.

ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯთა შორის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერიაც გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები