Thumbnail
  • გაზეთ ‘კორიერე დელო სპორტის’ პირველ გვერდს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა
  • პირველ გვერდზე, ლუკაკუს და სმოლინგის ფოტოებს აქვს სათაური “Black Friday”

იტალიურ ფეხბურთს რასისტული სკანდალები ისედაც არ აკლია, ახლა კი, პოპულარულმა იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა ‘კორიერე დელო სპორტმა’ 5 დეკემბრის ნომერში, პირველ გვერდზე გამოტანილი სათაურით და ფოტოებით ‘ცეცხლზე ნავთი დაასხა’.

“Black Friday” (შავი პარასკევი) - ასეთია გაზეთის მთავარი ჰედლაინი პირველ გვერდზე, რომელსაც დართული აქვს რომელუ ლუკაკუს (ინტერი) და კრის სმოლინგის (რომა) ფოტოები.

La prima pagina del Corriere dello Sport-Stadio ⤵️ -Black Friday -Khedira fuori tre mesi Leggi le altre notizie su www.corrieredellosport.it

Posted by Corriere dello Sport on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2019

ერთის მხრივ, ეს სიტყვების თამაშია წინა კვირის Black Friday-სთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, უკავშირდება ხსენებული ორი ფეხბურთელის კანის ფერს - პარასკევს, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის მატჩში, ლუკაკუს ინტერი სმოლინგის რომას უმასპინძლებს. 

“ეს შოკისმომგვრელი პირველი გვერდია!” - წერს ESPN-ის ჟურნალისტი ენდრიუ ჩეზარე “ტვიტერში”. 

“კაცი იფიქრებდა, რომ იტალიური ფეხბურთი ამ მხრივ ახალ ფსკერს ვეღარ მიაღწევდა და სწორედ ამ დროს, ‘კორიერე დელო სპორტი’ აი, ასეთი პირველი გვერდით გამოვიდა,” - ეს Forbes-ის ბუნდესლიგის რეპორტიორის, მანუელ ფეთის სიტყვებია.

სოციალურ ქსელებში ყველა ‘კორიერეს’ რედაქციას აკრიტიკებს. იუზერები მიიჩნევენ, რომ გაზეთი ამით ულტრას რასისტებს მიზეზს აძლევს, რომ იტალიის სტადიონებზე რასიზმს ბოლო არ მოეღოს.

ეს კი რომას პოსტია: 

 

კომენტარები

ბოლო ამბები