Thumbnail
  • სევილია 0:0 მანჩესტერ იუნაიტედი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩს, რამონ სანჩეს პისხუანმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ვინჩენცო მონტელას სევილია მანჩესტერ იუნაიტედს დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამდე ჟოზე მოურინო ამბობდა, რომ პოლ პოგბა მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებდა, თუმცა პორტუგალიელმა მოედნის ცენტრში - მატიჩი, მაკტომინეი და ერერა დააყენა. პოგბა თამაშში მეჩვიდმეტე წუთზე ჩაერთო, მასშემდეგ, რაც ანდრე ერერა დაშავდა.

პოლ პოგბა და ჟოზე მოურინიო ადნრე ერერას ინციდენტის შემდეგ

თუმცა ფრანგს თამაში ისევ არ წაუვიდა. იუნაიტედმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო სევილიამ 8-ჯერ. დავიდ დე ხეამ 8 ბურთი მოიგერია, ასეთ რამ ბოლოს იუნაიტედის "კიპერებიდან" ედვინ ვან დერ სარმა გააკეთა, ბარსელონას წინააღმდეგ 2011-ში. 

დე ხეამ ჯერ სტივენ ნ'ზონზის დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგ ლუის მურიელს სასწაული ბურთი აუღო და იუნაიტედის კარი მშრალად შეინახა. "პირველი ტაიმის ბოლო იყო და მაგ სიტუაციაში გაშვება ძალიან დაარტყავდა გუნდს, მიხარია, რომ მოვიგერიე." განაცხადა დე ხეამ.

დავიდ დე ხეას მეორე სუპერ "სეივი"

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე ანდრე ერერას ტრვმაზე, სკოტ მაკტომინეის თამაშზე და საპსუხო მატჩში, ოლდ ტრაფორდის ფაქტორზე ისაუბრა.

ჟოზე მოურინიო
"ოლდ ტრაფორდზე მოსაგები გვაქვს და მგონია, რომ ჩვენ სტადიონს მოენატრა დიდი ევროპული საღამოები. დღეს, მაკტომინეი ძალიან კარგი იყო, ბანეგას თამაშის საშუალება არ მისცა, გამოცდილი კაცივით თამაშობდა. რაც შეეხება ერერას ტრამვას, სამედიცინო შტაბი მარწმუნებდა, რომ თამაშისთვის 100%-ით მზად იყო, თურმე არ ყოფილა.

რაც შეეხება დე ხეას მომენტებს, კი სასწაულად ითამაშა და გადაგვარჩინა გაშვებულ გოლებს. ისევე, როგორც რომერომ წელს რამოდენიმე მატჩში. "

მანჩესტერი საპასუხო შეხვედრას სევილიას წინააღმდეგ, 13 მარტს ოლდ ტრაფორდზე გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები