Thumbnail

ხელბურთი | ბათუმმა პეგასი დაამარცხა, ხოლო ქუთაისმა გორი

  • BSB ბათუმი 35-24 პეგასი 
  • ქუთაისი 62-42 გორი 

 ქუთაისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 35-24 დაამარცხა ვერცხლის პრიზიორი, თბილისის პეგასი, ხოლო ლიდერმა, ქუთაისმა 62-42 მოუგო გორს.

წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება 17-18 დეკემბერს ქუთაისში. 10 ქულით ლიდერობს ქუთაისი, მეორეზე 8 ქულით ბათუმია, 6-6 ქულა აქვთ სტუ-იმედს, პეგასსა და სამტრედიას. იმედი დარჩენილ ორ მატჩში ქუთაისსა და ბათუმს ხვდება, ხოლო სამტრედია და პეგასი 10 დეკემბერს ითამაშებენ ერთმანეთში.

მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს გამართავენ, 4 საუკეთესო გუნდი კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს. 

საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

BSB ბათუმი 35-24 პეგასი 

ბათუმი: ტორონჯაძე 1, ანთიძე - გოგოლაძე 10, აბრამიშვილი 9, სიმონია 7, გიორგაძე 3, ლაპიაშვილი 2, მიქავა 2, ტალახაძე 1, მჟავანაძე, სტოლბოვი, კახიძე, მსხვილიძე

პეგასი: დიხამინჯია, გორგოძიანი - ჟვანია 8, გვაზავა 5, კუხალაშვილი 4, ბაძაღუა 4, კოხრეიძე 2, ჩეჩელაშვილი 1, პატაშური, მდივანი, კობახიძე.

ქუთაისი 62-42 გორი 

ქუთაისი: გულეიშვილი, მაისურაძე, რუხაძე - გამზარდია 16, ზარნაძე 11, მერკვილაძე 7, სურმავა 7, სტურუა 6, იმნაძე 4, კობახიძე 3, ჯუღელი 3, ლომიძე 3, ფერაძე 2, აბულაძე, ხაჟომია

გორი: თითირაშვილი - ახაბედაშვილი 16, გაგლოშვილი 14, შემშენოვი 5, ბერუაშვილი 4, ჯაფიაშვილი 2, ოქროპირიძე 1.

კომენტარები

ბოლო ამბები