Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება

  • ფუტსალის ლიგასა და ფუტსალის ლიგა 2-ში 6-6 გუნდი იასპარეზებს
  • ასევე, გაიმართება ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება

6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წლების სეზონი აიღებს სტარტს. ფუტსალის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები სამ მოგებამდე გასტანს. ორ მოგებამდე გაგრძელდება ბრინჯაოს ფინალი . 

ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი ლიგა 2-ში. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება. 

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. სადაც ჯამში, წრიული ეტაპის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

სეზონის პირველი სათამაშო დღე 6 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს. ფუტსალის ლიგა 2-ში 13:00 საათზე თსუ 2-სა და დებიუტანტი ევროპის უნივერსიტეტის შეხვედრა გაიმართება, 15:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი პსპ ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, გორს გაეჯიბრება.

ფუტსალის ლიგა 17:00 საათზე თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება. 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასისა და ლიგა 2-დან გადმოსულ ილიაუნის დაპირისპირება აიღებს სტარტს.  7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები